მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო! ძალიან მიხარია, რომ ეწვიეთ ჩემს ბლოგს. ამ ბლოგის საშუალებით მინდა მცირეოდენი წარმოდგენა მაინც შეგიქმნათ ჩემი, როგორც ისტ-ის მასწავლებლის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ.
დიდად მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ შესანიშნავ კონკურსში ,, ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში". მართალია მრავალწლიანი გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი და ვცდილობ გამოვიყენო ისტ-ის გაკვეთილი მოსწავლეთა წასახალისებლად, სწავლისადმი მოტივაციის ასამაღლებლად, არამარტო ჩემს საგანში არამედ სხვა საგნებშიც ჩემი კოლეგების დახმარებით.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში.
ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების აღმოჩენას, შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი მიზანია შევუწყო ხელი ჩვენი მოსწავლეების აქტიურად ჩართვას როგორც თანამედროვე მედია წიგნიერებაში, ასევე შევუქმნა ისეთი სასწავლო გარემო , რომელიც აამაღლებს მათი სწავლისადმი განწყობას.
No comments:
Post a Comment